მიმოხილვა

„პარკ ჰოუმ საბურთალო“ “ანაგი დეველოპმენტის” კიდევ ერთი საცხოვრებელი კომპლექსია თბილისის ცენტრში - ქალაქის ხელის გულზე დატეული ხედებით, უზარმაზარი რეკრეაციული ზონით, სპორტული თუ გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურით და, რაც მთავარია, კომფორტული და მშვიდი ცხოვრებისთვის საჭირო ყველა მახასიათებლით.

კომპლექსი თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სარეკრეაციო ტერიტორიით, დიდი გამწვანებული ეზოთი, სასეირნო თუ მოსასვენებელი ადგილებით, ბავშვთა გასართობი და სპორტული მოედნებით თუ სხვა ნაწილებით, იქნება თქვენი საშუალება, თქვენსავე საცხოვრებელ სივრცეში დაისვენოთ დატვირთული დღის ბოლოს, ან სულაც პირიქით - აქტიურად გაატაროთ დასვენების დღე. პარკი, რომელიც ფაქტობრივად თქვენი ეზოა, ცხოვრებისა და დასვენებისთვის იდეალური გარემოს შექმნის გარდა, მეზობლების მეგობრებად გადაქცევაშიც დაგეხმარებათ.

„პარკ ჰოუმ საბურთალო“ ჰარმონიულად ერწყმის ქალაქის ინფრასტრუქტურულ და არქიტექტურულ გარემოს. კომპლექსში, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბანში, მეტრო „დელისის“ მიმდებარედ, ვაშა-ფშაველას გამზირის სიახლოვეს აშენდება, ორი სხვადასხვა - გაზაფხულისა და მამია გურიელის ქუჩით მოახერხებთ მისვლას. ძირითად სატრანსპორტო მაგისტრალთან, სავაჭრო ცენტრთან თუ სხვა მნიშვნელოვან ობიექტებთან სიახლოვის მიუხედავად, ნუცუბიძის ქუჩიდან 90 მეტრით მოშორება „პარკ ჰოუმ საბურთალოს“ მშვიდ, მყუდრო და უხმაურო საცხოვრებელ სივრცედ აქცევს.

ხელსაყრელი ადგილმდებარეობის გარდა, „პარკ ჰოუმ საბურთალოს“ მთავარი უპირატესობა გარშემორტყმული პარკი და კომერციული სივრცეა, სადაც შეძლებთ, ეწვიოთ რესტორნებს, კაფეებს, შეიძინოთ საოჯახო თუ სხვა ნივთები, განიტვირთოთ და გაჯანსაღდეთ ფიტნეს კლუბსა თუ აუზზე და ა.შ. - აკეთოთ ყველაფერი, რაც თქვენი თანამედროვე და კომფორტული ყოველდღიურობის ნაწილია.

27-სართულიან კომპლექსში 40-დან 120 კვადრატულ მეტრამდე ფართობის 210 საცხოვრებელი ბინაა და, მოსახერხებელი დაგეგმარების გამო, მათი გაერთიანებაც შესაძლებელია. კომპლექსს აქვს მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომები თქვენი ავტომანქანებისთვის. მთელი კომპლექსი აღჭურვილია ბელგიური და გერმანული წარმოების ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით და დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა.

„პარკ ჰოუმ საბურთალო“ არის შესაძლებლობა, იცხოვროთ ქალაქის ცენტრში, ფეხი აუწყოთ მის რიტმს და, ამავდროულად, მშვიდმა და დასვენებაზე ორიენტირებულმა გარემომ თავი ქალაქისგან მოშორებით, სპეციალურად თქვენთვის შექმნილ ადგილას გაგრძნობინოთ. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ იცხოვროთ კომფორტულად, მშვიდად და დატკბეთ ყოველი დღით.

კომპლექსის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დასრულდება.

  • სტატუსიმშენებლობის პროცესში
  • მდებარეობათბილისი, საბურთალო
  • ტიპისაცხოვრებელი კომპლექსი
  • კორპუსების რაოდენობა210
  • ბინების ფართები80.4 m² - 304.6 m²
  • დეველოპერიAnagi Development
  • სართულიანობა27
  • კარკასიმწვანე კარკასი
  • მშენებლობის დასრულების თარიღისექტემბერი 2024
  • ფასი$2150 - $2150

გეგმები

კეთილმოწყობილი

სათვალთვალო სისტემა

24/7 დაცვა

საბავშვო სათამაშო მოედანი

პარკინგი

ფიტნეს ცენტრი

საცურაო აუზი

მდებარეობა

მისამართი

გაზაფხულის ქ. 4 , თბილისი, საქართველო